იური თოდუა (06.11.1950 - 27.06.1999)


კიდევ ერთი ლამაზი კაცის ცხოვრება დააკლდა რაიონის საზოგადოებას 49 წლის ასაკში გარდაიცვალა   საზოგადეობრივი მეურნეობა „კოლხეთის“ დირექტორი, საპატიო ნიშნის ორდენოსანი იური იროდის ძე თოდუა.
            დაიბადა 1950 წლის ნოემბერში, უმაღლესი განათლება ქ.სოხუმში მიიღო, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა და აგრონომ-სუბტროპიკის დიპლომით დაუბრუნდა მშობლიურ სოფელ საჯიჯაოს.
            1971  წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯიაჯაოს კოლმეურნეობაში აგრონომად, კომკავშირისა და პარტიის რაიონულ კომიტეტში ინსტრუქტორად, პარტიის რაიკომის საერთო განყოფილების გამგედ.
            1977-1981 წლებში იყო საქართველოს ალკკ ხობის რაიკომის პირველი მდივანი. 1981 წლიდან ხობის ჩაის ფაბრიკების საწარმოო გაერთიანების, შემდეგ მეურნეობა „კოლხეთის“ მთავარი აგრონომი, 1987 წლიდან იური თოდუა ხობის სუბტროპიკული კულტურების  მეურნეობა „კოლხეთის“ დირექტორი იყო. ყველგან სადაც კი უმუშავნია გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმის ცოდნით, სამართლიანობით, ორგანიზატორულ ნიჭთან ერთად იურის ჰქონდა განსაკუთრებული მომხიბვლელობა, საოცარი მასპინძლობა იცოდა, რაც სიცოცხლეში სცვებისგან გამოარჩევდა და მომავალში დაუვიწყარს გახდის მის სახელს.
            სრულიად განსაკუთრებული იყო მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი, უკურნებელი სენით დაავადებულს არ დაუკარგავს ჩეული სიდარბაისლე, მთელი არსებით იყო ჩართული მეურნეობის თუ რაიონის საზოგადოებრივ საქმიანობაში. სახავდა მომავლის გეგმებს. მრავალშვილიან სანიმუშო ოჯახის შვილს დიდი სამეგობრო ჰყავდა, თავადაც ლამაზი ოჯახი შექმნა ექიმ-კარდიოლოგთან ირინე ბერაიასთან ერთად, თუმცა ორი სტუდენტი ვაჟიშვილის ირაკლი და იროდის მამამ ბოლომდე ვერ გაიხარა...
            დიდია ზარი! ჩვენს რიგებს გამოაკლდა კაცურ-კაცობით გამორჩეული, კოლორიტული  პიროვნება, ხელმძღვანელი, რომლის სიტყვა და საქმე ერთი იყო-ჭირსა და ლხინში გვერდით ედგა მეგობარსა თუ მოკეთეს.
            თუმც ხანმოკლედ, მაგრამ კაცურად იცხოვრა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან მის მიერ გავლილი გზა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მის სახელს დავიწყება არ უწერია.
            იური თოდუას ხსოვნა მარად დარჩება კოლეგებისა და მეგობრების გულში.
            ნათელი დაადგეს მის წმინდა საფლავს.

ანგულ მიქავა, თემურ სალაყაია, ვაჟა ბუკია, გიორგი ნადარეიშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, მერაბ სალაყაია, შალვა კემულარია, ჯაჯუ შუშანია, იმედო ქანდარია, ნაირა ბუკია, მერი ლაგვილავა, ვახტანგ თოდუა, ნანი ხარბედია.

გაზეთი „სამეგრელო“ #13 (6373) 2 ივლისი, პარასკევი, 1999 წელი.
#ხობელთახსოვნა