შეხვედრა თემაზე - „ტრადიცია, ოჯახური სიწმინდე და ძალადობის მიუღებლობა“ გაიმართა

 


ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასულიერო პირების, საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წარმომადგენლების მონაწილეობით, თემაზე - „ტრადიცია, ოჯახური სიწმინდე და ძალადობის მიუღებლობა“ შეხვედრა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ძალადობის აღმოფხვრის პროცესში ეკლესიის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. ნაკლების ჩვენება.