ფოთის საეპარქიო სახლში გაიმართა ეპარქიის სამღვდელოების კრება

 

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით, ფოთის საეპარქიო სახლში გაიმართა ეპარქიის სამღვდელოების კრება.

კრებამ მოისმინა ინფორმაცია ფოთისა და ხობის ეპარქიის სამრევლოებში არსებული სულიერი და ყოფითი მდგომარეობის შესახებ;

აქტიური მსჯელობა გაიმართა საზოგადოების ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით აღინიშნა სასულიერო პირთა განსაკუთრებული მისიისა და როლის შესახებ, რაც მიზნად ისახავს მრევლის ცნობიერებაში ქრისტიანული სულიერი ორიენტირების განმტკიცებასა და მისი მორალურ-ზნეობრივი საყრდენის გაძლიერებას.

"ეკლესიის მისიაში ეს არ არის რაღაც ახალი, თუმცა ეს ყოველივე ჩვენთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და აქტუალობას იძენს დღეს, როცა მთელი საზოგადოება და თვით ქართული სახელმწიფოებრიობა უკიდურესად რთულ გზას გადის, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე" - დასძინა მეუფე გრიგოლმა მსჯელობის დასასრულს.

კრების დასკვნითი ნაწილი Შეეხო სამომავლოდ განსახორციელებელ საქმეებს. 

წყარო:https://www.facebook.com/share/p/1DnYNLBK8V/