ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხი, მოეწყობა მილხიდები და რკინა-ბეტონის არხი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112 544 ლარს შეადგენს.
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგად, არხების გამტარობა გაუმჯობესდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის რისკი შემცირდება.