ხობის კარატისტების წარმატება საერთაშორისო ჩემპიონატზე!🥋

14-15 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც 7 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კარატის ჯგუფის აღსაზრდელებმა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

🥇 ჩემპიონები გახდნენ:

- დემეტრე ჯინჯოლავა

- გაბრიელ ჟვანია

🥈 ვერცხლის მედალოსანი:

- ლილუ კერესელიძე

🥉 ბრინჯაოს მედალოსნები:

- ლიზი კორტავა

- დემეტრე კორტავა

ვულოცავ თითოეულ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! მათი წარმატება დიდი შრომის, თავდადებისა და მიზანდასახულობის შედეგია.

ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას და წარმატებებს, რათა მომავალშიც ღირსეულად ასახელონ ხობის მუნიციპალიტეტი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე! 🇬🇪

მწვრთნელი — გოგა კორტავა