„ხობი ინფო“ („Khobi Info“) დიდი სიამაყითა და სიხარულით ულოცავს ჩვენს ძვირფას თანაქალაქელს, მის აღმატებულება ქეთევან ლაგვილავას – საქართველოს კონსულს ნიდერლანდების სამეფოში და საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარდგენილი, პრესტიჟული აკაკი ჩხენკელის სახელობის პრემიის მიღებას!
აფხაზეთში დაბადებული და ჩვენს მშობლიურ ქალაქ ხობში გაზრდილი ქეთევანი ჩვენი მუნიციპალიტეტის გამორჩეული და სამაგალითო სახეა. თითოეული ხობელი განსაკუთრებით ვამაყობთ მის პროფესიულ წარმატებებსა და სამშობლოს წინაშე გაწეულ სამსახურზე.
ვუსურვებთ ქეთევანს ჯანმრთელობას, უფრო დიდ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
