მეგრული სეპარატიზმი არ არსებობს!
„სამეგრელოში ვარ და საქართველოს ვხედავ!“
ილია ჭავჭავაძე
შალვა დადიანი იხსენებდა:_`ვერ ჩახვდნენ თუ ძალად იბრმავებენ გონებას, რომ ილიას ამ მხარეში საქართველოს ნახვა კი არ გაკვირვებია, (მოქილიკენი ხშირად მაგონებდნენო, ვითომ რატომ არ ელოდა, რომ საქართველოს აქაც იხილავდაო) იმ იდეალური საქართველოს იერის აღმოჩენამ აღაფრთოვანა, რომელსაც ყველგან ეძებდა, ქართლშიც და კახეთშიც, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში, ხევშიც და სვანეთშიც, იმერეთშიც და გურიაშიც, მესხეთშიც და აფხაზეთშიც, აჭარაში და ტაო-კლარჯეთშიც... თვითონ ქმნიდა და ჭედდა ამ იდეალის ყველაზე ხელშესახებ და შთამბეჭდავ ხატს და აღტაცებას ვერ ფარავდა, როდესაც ოცნება_წარმოსახვა რეალობაში, ასე კანთიელად დასტურდებოდა ხოლმე~...
ილიას შემდეგ, განსაკუთრებით გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გვიწევდა და გვიწევს მტკიცება, რომ არ არსებობს მეგრული სეპარატიზმი. (`სეპარერ~_ფრანგული სიტყვაა და გამოყოფას, განცალკავებას ნიშნავს).
სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, პროვინციულ დონეზე ჟურნალისტური საქმიანობისა და პოლიტიკოსობის დროსაც, ვწერდი და ვამტკიცებდი, რომ ვარ ტომით კოლხი და ეროვნებით ქართველი, რომ მეგრული სეპარატიზმი, თუ რაიმე ფორმით არსებობდა, ჩანასახშივე ჩაკლა ქუჯიმ, როდესაც მასთან, ეგრისში, ციხე-გოჯში ლტოლვილ ქართლის მეფე ფარნავაზს, გაერთიანებული საქართველოს მეფობა შესთავაზა.
გვიწევდა და გვიწევს მტკიცება, რომ მეგრელი კაცის უპირველესი დედაქალაქი იყო, არის და იქნება თბილისი (ქართი), მეგრელი კაცის უპირველესი მეფე იყო და იქნება დავით_IV `აღმაშენებელი~, რომლის სულიერი მოძღვარი და აღმზრდელი იყო გიორგი ჭყონდიდელი, 1103 წლის რუის-უბნისის საელესიო-საერო კრების შემდეგ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ფაქტიური წინამძღოლი და ქართული სახელმწიფოს მწიგნობართუხუცესი (პრემიერ-მინისტრი), ჩვენი უპირველესი უმაღლესი სასწავლებელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბოლო დრომდე ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში). მანამდე კოლხები სწავლობდნენ ფაზისის, გელათის, იყალთოს აკადემიებში. იმდროინდელი ევროპის კულტურის ცენტრებში.
მეგრელი კაცის უპირველესი სალოცავი ჭყონდიდთან და ილორთან ერთად, იყო და იქნება სიონი და სვეტიცხოველი, ჩვენი უპირველესი პოეტები იყვნენ_`შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი~, ჩვენი უპირველესი საფეხბურთო კლუბი იყო თბილისის `დინამო~...
საქართველოს ერთიანობის სიმბოლოები, სხვებთან ერთად იყვნენ, ცოტნე დადიანი და ამბროსი ხელაია...
ცოტნე დადიანის, იმ ყველასთვის ცნობილი თავდადებიდან, რომელმაც ნახევრად ველური, მაგრამ ვაჟკაცობისა და თავდადების დამფასებელი მონღოლი ნოინებიც კი განკვირვებაში მოიყვანა, უკვე 777 წელი შესრულდა...
ცოტნე დადიანზე ბევრი რამ ვიცით, აი ამბროსი ხელაიაზე კი, დავესესხები გენიალურ როსტომ ჩხეიძეს შესანიშნავი წიგნიდან _`ხანი უნდობარი~.
`1922 წლის 7 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, რომლის `სულიერ სიმტკიცეს და ქრისტიანულ ფანატიზმს უკვე ცდიდა უფალი~_გენუის კონფერენციას მისწერა_`საქართველოს ეკლესია, ეს ძველის-ძველთავე ფაქტორი ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრვი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლებააყრილია იმდენად, რომ ნებაც არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს სახსარი არსებობისა~.
... `შესთხოვდა კულტურულ კაცობრიობას შეწევნას, რათა, საქართველოდან გასულიყო საოკუპაციო ჯარი და ქართველ ერს საშუალება მისცემოდა სხვათა ძალდაუტანებლად და უკარნახოდ მოეწყო თავისი ცხოვრება...
მაშინ, 100 წლის წინათ, გაილურსა კულტურული კაცობრიობა. მხოლოდ გულში თანაუგრძნობდა საქართველოსაც და მის მწყემსმთავარსაც, ვინც ქრისტეს ხსენებითა და პირჯვრის წერით გაივლიდა გოლგოთის გზაზე...
...და მიაბიჯებდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოლშევიკურ `ალაიაში~, რათა ორიოდ წელიწადში, სრულიად ამოშლილიყო მისი ხსენება საბჭოური ისტორიის ანალებიდან და იატაკქვეშა ისტორიასა და მეხსიერებას შემოენახა სახელი და ღვაწლი მისი... სახელიც კი~.
სასამართლო პროცესზე (სადაც მას თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ მერე მაინც შეეშინდათ და 9 წლიანი პატიმრობითY შეუცვალეს) ამბროსი ხელაიას წარმოთქმული სიტყვა გაიგივებულია ქრისტეს სიტყვებთან:
`ასულნო იერუსალიმისანნო, ნუ სტირით ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენდა! (ლუკა 23.28) `ოფიციალურ ტექსტებში, ამ სახითაა გადმოცემული პატრიარქის გამოსვლის ფინალი, ზეპირგადმოცემა კი ჰეროიკულ პასაჟსაც უმატებს, როგორც აუცილებელ აკორდს;_რა გსურთ ჩემგან ჯალათებო? სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული_საქართველოს, გვამს კი რაც გნებავთ ის უყავითო~.
ცოტნე დადიანისა და ამბროსი ხელაიას მოღვაწეობიდან სეპარატიზმის ნატამალიც კი არ შეინიშნება, უფრო პირიქით, სამაგიეროდ, როგორც კი საქართველოს სხვა კუთხეების ძმები, რაღაცეებზე უფრო მეტად უმიზეზოდ, ჩვენზე მეგრელებზე განაწყენდებოდნენ, ისე გაგვთათხავდნენ, რიონი, ენგური და ხობისწყალი ერთად რომ ვერ ჩამოგვრეცხდა იმ ტალახს...
დიდმა ქართველმა ლექსიკოგრაფმა, სულხან-საბა ორბელიანმა თავის ლექსიკონში (თხზულებათა ტომი IV, გვერდი 638, 1965წ.). „ჟღურტული-ასე განმარტა - ჟღურტული მეგრელთაგან მრუდი ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთაგან ლაპარაკი, ესე არს მეგრელთა და მისთანათა ავენოანთა ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთაგან ლაპარაკი, მეგრელთა და მისთანათა, ავენოანთაგან ლაპარაკი კაჭკაჭთა მღერა~.
გავბედავ და ამის თაობაზე, ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას მოგახსენებთ.
ქართლის მეფე ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ, ისტორიული ფაქტია, რომ ვახტანგ მეფეს, მტრული ურთიერთობა ჰქონია დადიანთან და შეიძლება მამიდაშვილმა სულხან-საბამ, ბიძაშვილ ვახტანგ VI-ს მეგრელთა ლანძღვით გული მოფხანა...
ახლახან რაჭული წარმოშობის დიდმა ქართველმა პოეტმა მურმან ლებანიძემ, `უხმო ცრემლით~ გვატირა ლექსით:_`მიჯღარკულ მოჯღარკული მეგრულის~ გამო, მაშინ მას სათანადო პასუხები გასცეს ბაკურ გულუამ და აწგანსვენებულმა ოთარ ჭითანავამ. აქაც ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ:
კოხტასთავის შეთქმულება ვიღაცამ გასცა, მონღოლებმა შეთქმულების ყველა მოთავე დააპატიმრეს და სასტიკი სატანჯველი გამოუტანეს, დაპატიმრებულთა შორის არ იყვნენ რაჭისა და ეგრისის ერისთავთ_ერისთავები, ცოტნემ როგორც კი გაიგო შეთქმულთა შეპყრობის ამბავი, მოახტა ცხენს და პატიმრებს თავისი სურვილით შეუერთდა, არ დაბრუნდა რაჭის ერისთავთ-ერისთავი და ისტორიული მითქმა-მოთქმის საგანიც გახდა, წარმოშობით რაჭველ მურმან ლებანიძეს, თავისი დიდი წინაპრის საქციელის ეჭვი ღრღნიდა, ალბათ, და სიბერის ჟამს, `ცხენის~ (ცოტნეს) რომ ვერაფერი შეჰკადრა `უნაგირი~ (მეგრული) `დაამტვრია~... ორივეს შეუნდოს უფალმა!
რამდენიმე წლის წინ სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში სტუმრად მყოფმა დიდი თანამდებობის პირმა, წარმოშობით კახელმა, იმ რაიონის მკვიდრი, თანამდებობაზე მისი წინამორბედი, მოიხსენია როგორც_`მაზაკვალი~, სტუმარმა ალბათ დაუფიქრებლად, მარტო იმ ერთ პიროვნებას კი არა, მთელს კუთხეს_სამეგრელოს მიაყენა შეურაცხყოფა. სულხან-საბას თავის ლექსიკონში `ზაკვა~ ასე აქვს განმარტებული:_`ზაკვა~ არს პირით სიყვარულსა იჩემებდეს და გულითა ბოროტი დაიმარხოს!~
თავის დროზე მოუწევს ალბათ, კახელ სტუმარს, ბოდიშის მოხდა. თუმცა ეს ყველაფერი უფრო რიტორიკაა.
უმთავრესია, რომ მეგრული სეპარატიზმის ნასახიც კი არ არსებობს ბუნებაში.
სამეგრელო ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს ერთიანობის ხერხემალი!
ჩემი აწგანსვენებული შვილი, ილია, ყოველთვის რაიონის, სამეგრელოს, მთლიანად საქართველოს ერთიანობის უდიდესი მომხრე იყო, ამის გამო ბევრი წინააღმდეგობაც ჰქონია, მაგრამ არასოდეს დაპირისპირებია ამის გამო ვინმეს. პირიქით, დაპირისპირებულთა შერიგების მომხრე იყო ყველგან და ყოველთვის...
...სამწუხაროდ, ერთიან საქართველოს მე ვერ მოვესწრები, (ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე), მაგრამ მჯერა ჩემი შვილიშვილები და მათი თაობა აუცილებლად იცხოვრებს, გაერთიანებულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში, უფალი ფარავდეს დედა_სამშობლოს!
ედიშერ წურწუმია
17.09.2026 წელი.
megruli separatizmi ar
arsebobs!
`samegreloSi var da saqarTvelos vxedav!~
ilia WavWavaZe
Salva dadiani
ixsenebda:_`ver Caxvdnen Tu Zalad ibrmaveben gonebas, rom ilias am mxareSi
saqarTvelos naxva ki ar gakvirvebia, (moqilikeni xSirad magonebdneno, viTom ratom
ar eloda, rom saqarTvelos aqac ixilavdao) im idealuri saqarTvelos ieris
aRmoCenam aRafrTovana, romelsac yvelgan eZebda, qarTlSic da kaxeTSic,
fSav-xevsureTsa da TuSeTSi, xevSic da svaneTSic, imereTSic da guriaSic,
mesxeTSic da afxazeTSic, aWaraSi da tao-klarjeTSic... TviTon qmnida da Wedda am
idealis yvelaze xelSesaxeb da STambeWdav xats da aRtacebas ver faravda, rodesac
ocneba_warmosaxva realobaSi, ase kanTielad dasturdeboda xolme~...
ilias Semdeg,
gansakuTrebiT gasuli saukunis 30-iani wlebidan gviwevda da gviwevs mtkiceba,
rom ar arsebobs megruli separatizmi. (`separer~_franguli sityvaa da gamoyofas,
gancalkavebas niSnavs).
studentobis
wlebidan moyolebuli, provinciul doneze Jurnalisturi saqmianobisa da
politikosobis drosac, vwerdi da vamtkicebdi, rom var tomiT kolxi da erovnebiT
qarTveli, rom megruli separatizmi, Tu raime formiT arsebobda, CanasaxSive Cakla
qujim, rodesac masTan, egrisSi, cixe-gojSi ltolvil qarTlis mefe farnavazs,
gaerTianebuli saqarTvelos mefoba SesTavaza.
gviwevda da gviwevs
mtkiceba, rom megreli kacis upirvelesi dedaqalaqi iyo, aris da iqneba Tbilisi
(qarTi), megreli kacis upirvelesi mefe iyo da iqneba daviT_IV `aRmaSenebeli~,
romlis sulieri moZRvari da aRmzrdeli iyo giorgi Wyondideli, 1103 wlis
ruis-ubnisis saelesio-saero krebis Semdeg, qarTuli marTlmadidebluri eklesiis
faqtiuri winamZRoli da qarTuli saxelmwifos mwignobarTuxucesi (premier-ministri),
Cveni upirvelesi umaRlesi saswavlebeli iyo Tbilisis saxelmwifo universiteti
(bolo dromde erTaderTi universiteti saqarTveloSi). manamde kolxebi swavlobdnen
fazisis, gelaTis, iyalTos akademiebSi. imdroindeli evropis kulturis centrebSi.
megreli kacis
upirvelesi salocavi WyondidTan da ilorTan erTad, iyo da iqneba sioni da
sveticxoveli, Cveni upirvelesi poetebi iyvnen_`SoTa, ilia, akaki, vaJa da
galaktioni~, Cveni upirvelesi safexburTo klubi iyo Tbilisis `dinamo~...
saqarTvelos
erTianobis simboloebi, sxvebTan erTad iyvnen, cotne dadiani da ambrosi
xelaia...
cotne
dadianis, im yvelasTvis cnobili Tavdadebidan, romelmac naxevrad veluri, magram
vaJkacobisa da Tavdadebis damfasebeli monRoli noinebic ki gankvirvebaSi
moiyvana, ukve 777 weli Sesrulda...
cotne dadianze
bevri ram viciT, ai ambrosi xelaiaze ki, davesesxebi genialur rostom CxeiZes
SesaniSnavi wignidan _`xani undobari~.
`1922 wlis 7
Tebervals, saqarTvelos kaTolikos-patriarqma, ambrosi xelaiam, romlis `sulier
simtkices da qristianul fanatizms ukve cdida ufali~_genuis konferencias
miswera_`saqarTvelos eklesia, es Zvelis-ZvelTave faqtori qveynis erovnuli saxelmwifoebrvi
amaRlebisa da Zlierebisa, dRes uflebaayrilia imdenad, rom nebac ara aqvs Tavisi
SromiT, garjilobiT da unariT moipovos saxsari arsebobisa~.
... `SesTxovda
kulturul kacobriobas Sewevnas, raTa, saqarTvelodan gasuliyo saokupacio jari da
qarTvel ers saSualeba miscemoda sxvaTa Zaldautaneblad da ukarnaxod moewyo
Tavisi cxovreba...
maSin, 100
wlis winaT, gailursa kulturuli kacobrioba. mxolod gulSi TanaugrZnobda
saqarTvelosac da mis mwyemsmTavarsac, vinc qristes xsenebiTa da pirjvris weriT
gaivlida golgoTis gzaze...
...da
miabijebda, sruliad saqarTvelos kaTolikos-patriarqi bolSevikur `alaiaSi~, raTa
oriod weliwadSi, sruliad amoSliliyo misi xseneba sabWouri istoriis analebidan
da iatakqveSa istoriasa da mexsierebas Semoenaxa saxeli da Rvawli misi...
saxelic ki~.
sasamarTlo
procesze (sadac mas Tavdapirvelad daxvreta miusajes, magram mere mainc
SeeSindaT da 9 wliani patimrobiTY Seucvales) ambrosi xelaias warmoTqmuli sityva
gaigivebulia qristes sityvebTan:
`asulno ierusalimisanno,
nu stiriT Cemzeda, aramed TavTa TqvenTa stirodeT da SvilTa Tqvenda! (luka
23.28) `oficialur teqstebSi, am saxiTaa gadmocemuli patriarqis gamosvlis
finali, zepirgadmocema ki heroikul pasaJsac umatebs, rogorc aucilebel akords;_ra
gsurT Cemgan jalaTebo? suli Cemi ekuTvnis RmerTs, guli_saqarTvelos, gvams ki
rac gnebavT is uyaviTo~.
cotne
dadianisa da ambrosi xelaias moRvaweobidan separatizmis natamalic ki ar SeiniSneba, ufro piriqiT, samagierod, rogorc
ki saqarTvelos sxva kuTxeebis Zmebi, raRaceebze ufro metad umizezod,
Cvenze_megrelebze ganawyendebodnen, ise gagvTaTxavdnen, rioni, enguri da
xobiswyali erTad rom ver Camogvrecxda im talaxs...
didma
qarTvelma leqsikografma, sulxan-saba orbelianma Tavis leqsikonSi (TxzulebaTa
tomi IV, gverdi 638, 1965w.). `JRurtuli~_ase ganmarta_JRurtuli megrelTagan
mrudi laparaki, gina CxikvTa da kaWkaWTagan laparaki, ese ars megrelTa da
misTanaTa avenoanTa laparaki, gina CxikvTa da kaWkaWTagan laparaki, megrelTa da
misTanaTa, avenoanTagan laparaki kaWkaWTa mRera~.
gavbedav da
amis Taobaze, Cems mokrZalebul mosazrebas mogaxsenebT.
qarTlis mefe
vaxtang VI da sulxan-saba orbeliani biZaSvil-mamidaSvili iyvnen, istoriuli
faqtia, rom vaxtang mefes, mtruli urTierToba hqonia dadianTan da SeiZleba
mamidaSvilma sulxan-sabam, biZaSvil vaxtang VI-s megrelTa lanZRviT guli mofxana...
axlaxan raWuli
warmoSobis didma qarTvelma poetma murman lebaniZem, `uxmo cremliT~ gvatira
leqsiT:_`mijRarkul mojRarkuli megrulis~ gamo, maSin mas saTanado pasuxebi
gasces bakur guluam da awgansvenebulma oTar WiTanavam. aqac Cems mosazrebas
mogaxsenebT:
koxtasTavis
SeTqmuleba viRacam gasca, monRolebma
SeTqmulebis yvela moTave daapatimres da sastiki satanjveli gamoutanes,
dapatimrebulTa Soris ar iyvnen raWisa da egrisis erisTavT_erisTavebi, cotnem
rogorc ki gaigo SeTqmulTa Sepyrobis ambavi, moaxta cxens da patimrebs Tavisi
surviliT SeuerTda, ar dabrunda raWis erisTavT-erisTavi da istoriuli
miTqma-moTqmis saganic gaxda, warmoSobiT raWvel murman lebaniZes, Tavisi didi
winapris saqcielis eWvi RrRnida, albaT, da siberis Jams, `cxenis~ (cotnes) rom
veraferi Sehkadra `unagiri~ (megruli) `daamtvria~... orives Seundos ufalma!
ramdenime wlis
win samegrelos erT-erT raionSi stumrad myofma didi Tanamdebobis pirma,
warmoSobiT kaxelma, im raionis mkvidri, Tanamdebobaze misi winamorbedi, moixsenia
rogorc_`mazakvali~, stumarma albaT daufiqreblad, marto im erT pirovnebas ki
ara, mTels kuTxes_samegrelos miayena Seuracxyofa. sulxan-sabas Tavis leqsikonSi
`zakva~ ase aqvs ganmartebuli:_`zakva~ ars piriT siyvarulsa iCemebdes da guliTa
boroti daimarxos!~
Tavis droze
mouwevs albaT, kaxel stumars, bodiSis moxda. Tumca es yvelaferi ufro ritorikaa.
umTavresia,
rom megruli separatizmis nasaxic ki ar arsebobs bunebaSi.
samegrelo
yovelTvis iyo, aris da iqneba saqarTvelos erTianobis xerxemali!
Cemi
awgansvenebuli Svili, ilia, yovelTvis raionis, samegrelos, mTlianad saqarTvelos
erTianobis udidesi momxre iyo, amis gamo bevri winaaRmdegobac hqonia, magram
arasodes dapirispirebia amis gamo vinmes. piriqiT, dapirispirebulTa Serigebis
momxre iyo yvelgan da yovelTvis...
...samwuxarod,
erTian saqarTvelos me ver moveswrebi, (RmerTma hqnas vcdebode), magram mjera
Cemi SviliSvilebi da maTi Taoba aucileblad icxovrebs, gaerTianebul, damoukidebel,
Tavisufal saqarTveloSi, ufali faravdes deda_samSoblos!
ediSer
wurwumia
17.09.2026
weli.