ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

 


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და სკამები, მოეწყო სტადიონის ღობე.

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება - ამჟამად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპორტული მოედნების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.