„გმირის დღე“ მოხსენება ივანე იოსავას ცხოვრების შესახებ

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში, ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში 1921 წლის 24 თებერვალს გმირულად დაღუპული ოფიცრის, ივანე იოსავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენება წაიკითხა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„გმირის დღე” საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც მოიცავს, საგანმანათლებლო და კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ბავშვებსა და მოზარდებში.