ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა,  გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია --- ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას,  ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას. 

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები: ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები: ქრისტინე ალექსანდრია, გიორგი არველაძე, ბაია ზარანდია, გიორგი მესხია, სესილი ნარსია, ქეთევან ტურავა, რუსუდან ქაცარავა, თაკო ჭანტურია და ანი ხარებავა.

ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობები, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი ,,ალილო“ და ჯგუფი ,,რეგიონი“ მონაწილეობდნენ.

საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.