ვახტანგ ლოლუა ბრინჯაოს მედალს დაჯერდა

 

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირზე, 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლი მეტოქე, დავააბანდი მუნხ ერდენე, სუფთად — 10:0 გაანადგურა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
ლოლუამ ბრინჯაოს გზაზე სომეხ ნორიარ აროიანს (2:1) და რუს ემინ სეფერშაევს (6:2) სძლია, თუმცა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ხობელი მოჭიდავე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა.