ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რეგიონული პირველობა გაიმართა. ტურნირი სპორტის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის, რომან გულიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სპორტულ ღონისძიებაში 6 მუნიციპალიტეტის 90-მდე ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. შეჯიბრების გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და რომან გულიაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ხობის მუნიციპალიტეტში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დაარსების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 50-წლიანი სამწვრთნელო-სპორტული მიღწევებისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბუკიას სახელით საპატიო სიგელი გადაეცა ჟიული პაჭკორიას.
რეგიონული პირველობა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)