ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, მწერლები: ელა გოჩიაშვილი, ნატა ვარადა, ეთო მონასელიძე და ირაკლი ჯაფარიძე ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდნენ და თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ლიტერატურული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა.
.jpeg)










