ბატონი კახა დაიბადა ქ. ხობში, დაამთავრა ხობის N1 საშუალო სკოლა, წარმატებით დაასრულა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მას საფინანსო სექტორში, კერძოდ „პროკრედიტ ბანკის“ MSME (მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის) სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მუშაობს მიკრობანკ „კრისტალში“, სადაც მას სხვადასხვა საპასუხისმგებლო აღმასრულებელი პოზიცია ეკავა: იყო მთავარი საკრედიტო ოფიცერი, მთავარი საოპერაციო ოფიცერი და ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. 2020 წლიდან იგი „კრისტალ ლიზინგის“ უფროსი ოფიცერი და დირექტორია.
ბატონი კახა აქტიურად ზრუნავს საქართველოში სალიზინგო ბაზრის განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციების დამკვიდრებასა და მცირე მეწარმეების ფინანსურ მხარდაჭერაზე.
ბატონ კახას ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს, ახალ მწვერვალებსა და ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარების გზაზე.
