ფოთში მდ.რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

🟨შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი, ხიდის სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-ს შეადგენს

🟩ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას

🟨ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 5 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს

🟩ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის

🟨პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს.


წყარო: https://www.facebook.com/share/p/1HAvCbH4Jc/