ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, „ციფრული მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ტრენინგი თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ ჩატარდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა ნინო გვაგვალიამ მერიის სამსახურების წარმომადგენლებს ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად და მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობები გააცნო. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე.
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა
