ფესტივალი - "სპორტი ყველასათვის" 2026

 

ქალაქ ხობში ტრადიციული სპორტული ფესტივალი - "სპორტი ყველასათვის" გაიმართა, რომელშიც, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 400 მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა ქაჯაია და  ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სპორტული ფესტივალი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის,  საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ 3 ოქტომბრის ფოტო ალბომები- https://www.facebook.com/share/p/1D7kY3NxXq/

https://www.facebook.com/share/p/1JB4AZiCj2/

https://www.facebook.com/share/p/1AnC2ThHiK/

https://www.facebook.com/media/set?vanity=sportikvelasatvis&set=a.1518950963601183