კარგი ხობელი კაკო ბერაია

 


არის ადამიანები, რომელთა დანახვაც თუნდაც ჩვეულებრივ, საქმიან დღეს განსაკუთრებულ სითბოს და პოზიტივს სძენს. ასეთია ბატონი კაკო ბერაია — წარმოშობით პირველი ხორგიდან, კარგი ხობელი.

ბატონი კაკო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრში“ მოღვაწეობს. იგი გამოირჩევა გამორჩეული შრომისმოყვარეობითა და დაუზარელი ხასიათით. მისთვის უცხოა წუწუნი — ნებისმიერ საქმეს უდგება პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით.

ყოველთვის მუდამ მომღიმარი, სიკეთითა და თბილი სალამით სავსე ბატონი კაკო თავისი უშუალობით პატივისცემასა იმსახურებს.

ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონ კაკოს თავის საყვარელ კუთხესა და ხალხში!

#ხობელები #ხობარეფ