ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრიდან ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთის“ დირექტორად რევაზ წულაია დაინიშნა.
გთავაზობთ კლუბის ახალი ხელმძღვანელის დეტალურ ბიოგრაფიას:
რევაზ წულაიას ბიოგრაფია
დაბადების თარიღი და ადგილი: დაიბადა 1959 წლის 6 თებერვალს, მარტვილის რაიონში.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილი.
პროფესიული და სამუშაო გამოცდილება:
1979–1981 წწ. — ზუბისა და საჯიჯაოს საშუალო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი.
1981–1991 წწ. — შუა ქვალონის საშუალო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი.
1991–1994 წწ. — ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის გამგებელი.
1994–1999 წწ. — კომერციული საქმიანობა.
1999–2006 წწ. — ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის გამგებელი.
2005–2006 წწ. — ხობის რაიონის ასოცირებული საკრებულოს სპიკერი.
2006–2010 წწ. — ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2010–2012 წწ. — ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2010–2012 წწ. — საქართველოს პარლამენტის წევრის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი.
2012 წლის იანვარი – 2012 წლის დეკემბერი — ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
2013–2016 წწ. — საქართველოს პარლამენტის წევრის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი.
2016–2021 წწ. — საქართველოს პარლამენტის წევრის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის მოადგილე.
2021 წლის აგვისტო – 2026 წლის სექტემბერი — შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ უფროსი.
2026 წლის სექტემბრიდან — ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთის“ დირექტორი