ხობში რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალ ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში,  რამაზ კიტიას სახელობის მინი-სტადიონზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

დაძაბული და საინტერესო მატჩების შედეგად, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი და გარდამავალი თასი: ,,ლიბერთი ბანკის“ გუნდი

II ადგილი: „შავი ზღვის ტერმინალის“  გუნდი

III ადგილი: კომპანია „სოკარის“ გუნდი

საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია,  მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულები დააჯილდოვეს და ტურნირის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მემორიალური ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.