მშრომელი და ღირსეული ადამიანი – თენგიზ თამაზის ძე გვასალია

 


 მშრომელი და ღირსეული ადამიანი – თენგიზ თამაზის ძე გვასალია, რომელიც 1964 წლის 14 ივლისს დაიბადა.

თენგიზის ბავშვობა და ახალგაზრდობა მშობლიურ კუთხეს უკავშირდება. სწავლობდა ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში, სადაც იმ პერიოდში დირექტორი ანტონ გოგია იყო. პროფესიული გზა ნოჯიხევის პროფტექნიკუმში განაგრძო სამშენებლო მიმართულებით – მისი ოსტატი იანი ქანთარია გახლდათ, დირექტორი კი – ალიოშა გარუჩავა. შრომითი ბიოგრაფიიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია ნოჯიხევის დაფნის კომბინატს, სადაც 1985 წლიდან მთელი 10 წელიწადი ერთგულად შრომობდა.

განსაკუთრებულია თენგიზის დამოკიდებულება მამასთან. როგორც თავად იხსენებს,  მისმა ცხონებულმა მამამ, თამაზ (პასტო) გვასალიამ (1939-2014) უთხრა: „ერთად ვიმუშაოთო“– და მას შემდეგ  მუდმივ შრომაშია. სიმბოლური და ემოციურია ისიც, რომ ეს ამბავი სწორედ მამის ხსოვნის დღეს იხსენება.

დღეს თენგიზი ბედნიერი მამა და ბაბუაა. გვერდს უმშვენებს მეუღლე ნანი ფარულავა, ჰყავს შვილები – თამაზი და მალხაზი, და უკვე 5 შვილიშვილის ბაბუაა.

„ხობი ინფო“ სიყვარულით წარმოგიდგენთ ბატონ თენგიზს – ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მშობლიურ მხარეს, ოჯახსა და პატიოსან შრომას მიუძღვნა.

#ხობელები #ხობარეფ 


თამაზი (პასტო) გვასალია