საიუბილეო საღამოზე გამომსვლელებმა ისაუბრეს ვაჟა ეგრისელის შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვაჟა ეგრისელი (დოლბაია) დაიბადა 1941 წელს ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში. მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ვაჟა ეგრისელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიითა და ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო ჯილდოთი.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა. ნაკლების ჩვენება.