გიორგი თათარიშვილი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა


 

გიორგი თათარიშვილი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა.

გიორგიმ 2000 წელს ხობის N2 საჯარო სკოლა დაამთავრა, ხოლო 2005 წელს წარმატებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმატიკოს-ეკონომისტის სპეციალობით.

მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ სექტორში:

2008–2013 წწ. — მუშაობდა ყულევის ნავთობტერმინალში, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტად.

2013–2018 წწ. — იყო შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2018–2026 წწ. — იკავებდა იმავე საწარმოს დირექტორის მოადგილის პოზიციას.

ბატონ გიორგის ვუსურვებთ წარმატებებს საქმიანობაში


ვაჟა ბუკია ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალური სერვისების ცენტრის“
 დირექტორის მოადგილე












.