ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიასთან და მერის მოადგილესთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულებებს პირადად ეწვია, არსებულ გარემოს გაეცნო და პატარებს, აღმზრდელ-მასწავლებლებსა და მშობლებს დღევანდელი დღე მიულოცა.
ხელმძღვანელმა პირებმა ხამისკურის საბავშვო ბაღი მოინახულეს, რომელიც ახალ წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირებული შეხვდა. დაწესებულებაში სრულად განახლებულია ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილია სათამაშო მოედანი, მთლიანად შეცვლილია შიდა ინვენტარი და შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ხობის მეორე საბავშვო ბაღს, სადაც აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ნაყოფიერი და წარმატებული სააღმზრდელო წელი უსურვეს.































