საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ, ხობის რაიონის ახალგაზრდულ სპორტულ თამაშებში ხობის პირველი საშუალო სკოლის კალათბურთელი გოგონები და ვაჟები პირველობდნენ, მათივე გამარჯვებით დამთავრდა შეჯიბრება ფეხბურთში (სკოლის დირექტორი ლალა თათარიშვილი, ფიზაღზრდის მასწავლებლები ლაშა სიჭინავა და კობა თუთბერიძე).
ჭადრაკში პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს ხობის მეორე საშუალო სკოლელებმა ლაშა გერგაიამ და ომარ გელაშვილმა.
ქვემო ქვალონის გამგებელმა ზურაბ ლაგვილავამ და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა რომან მორგოშიამ, ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ ნახერხმოყრილ არენაზე ნამდვილ ზეიმად აქციეს ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში, სადაც ხობელებთან ერთად გამარჯვებას ეცილებოდნენ ფოთელი, ზუგდიდელი, ვანელი და აბაშელი მოჭიდავეები. 110 მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოსა და ევროპის პირველობის ჩემპიონები და პრიზიორები (სამბო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). თავიანთ წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ: ბექა დიაკონიძე, ლაშა ფურცელაძე (ვანი), ირაკლი სანაია, გიორგი ჩაჩიბაია (ზუგდიდი), თემურ ლევანია, ნუკრი ბერაია, ნიკო კუცია, ლევან მიქაბერიძე, ირაკლი ჯიქიძე (ფოთი), ნიკა გრიგოლია, აკაკი ლორჩოშვილი, სანდრო მორგოშია, ალექსანდრე ალანია, მიხეილ მორგოშია, ალექსანდრე კვარაცხელია (ქვემო ქვალონი) და ლევან ესებუა (ხობი).
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აბსოლუტურმა პირველობამ. ერევნელმა ბაგრატ ბაღდასარიანმა, რომელიც მიხეილ მორგოშიას სტუმრობდა, ფინალურ შეხვედრაში დაძაბული შეხვედრა თავად მიხეილს მოუგო და დაეუფლა საპატიო პრიზს.
წყარო: https://www.facebook.com/photo/?fbid=2847308652335595&set=a.224792501253903
