ოცდარვა კაცი აწერს ხელს რედაქციაში გამოგზავნილ სიგნალს იმის შესახებ, რომ ასევე ავარიულ მდგომარეობაშია ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონის საშუალო სკოლის შენობა. აქ შარშან სამ ცვლად ყოფილა მეცადინეობა. ახლა შენობას რემონტიც ვერ უკეთდება, და როგორც მშობლები წერენ, ბავშვები საფრთხეში იქნებიან წელსაც, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა.
გაზეთი „კომუნისტი“
1963 წელი