2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ქაჯაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გივი ლატარიამ და მერის მოადგილეებმა რევაზ ზაქარაიამ და დავით ბერაიამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
2008 წლის 8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტიდან სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა.
ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა.
