ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

ხობის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ხობის "კოლხეთი-2"-ის ყოფილი ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა საფეხბურთო სკოლების გუნდების მონაწილეობით.

პირველობის გამარჯვებული წალენჯიხის "იუვენტუსის" აკადემია გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქუთაისის "ტორპედომ" დაიკავა.

ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.