ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი
ს ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
პირველობის გამარჯვებული ხეთის „ლარჩვა“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.















