ჩვენი დროის ხობელები- ირაკლი შონია



#ხობელიხელოვანები

ირაკლი შონია - ადამიანი, რომელიც ფოტოებით ქმნის მუნიციპალიტეტის ისტორიას

ბატონი ირაკლის სახელი ბევრისთვის ნაცნობია ჩვენს მუნიციპალიტეტში, მისი ობიექტივი უკვე წლებია, ერთგულად ემსახურება ჩვენი კუთხის ისტორიის დოკუმენტირებას. ყოველი მისი ფოტო არის უნიკალური კადრი, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის ცხოვრების რიტმს, მის განვითარებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მის სახეს. მისი შემოქმედება არ არის მხოლოდ ვიზუალური ხელოვნება, ეს არის ღირებული საარქივო მასალა, რომელიც მომავალ თაობებს შეუნახავს ჩვენი მუნიციპალიტეტის დღევანდელობას. მას ძალიან უყვარს ხობი და ხობელები, #ხობიჩვენისახლია ამ სიყვარულით და პრინციპით ცხოვრობს და ამიტომაც გახდა ხობის ცოცხალი მემატიანე, ის აფიქსირებს იმას, რაც ხვალ შეიძლება ისტორიად იქცეს: ჩვენი ქუჩების ხიბლი, ადამიანების გულწრფელი ღიმილი, ტრადიციები და ყოველდღიურობა, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

მადლობა ბატონო ირაკლი მარადიულად შენახული თითოეული მომენტისთვის, თქვენი ობიექტივი დროს აჩერებს. გისურვებთ, კიდევ ათასობით ისტორიული და ცოცხალი მომენტები დაგეფიქსირებინოთ.

#ჩვენიდროისხობელები #ხობი #ხობელები

წყარო : https://www.facebook.com/share/p/1cm8euyUYP/