ცოტნეობა ხობის მონასტერში

12 აგვისტოს, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.  

​საღვთო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. წირვაზე მეუფემ 11 აგვისტოს გარდაცვლილი დეკანოზი იოსებ ხურცილავა მოიხსენია.  

​ქადაგებისას მეუფე გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა წმინდა ცოტნე დადიანის ღვაწლსა და მის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ისტორიაში. მსახურების დასასრულს, მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილი მრევლი და სტუმრები დალოცა.