ხობში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „საქართველო, ზვიადი“ ჩვენება გაიმართა (ფოტო-ვიდეო)

5 აგვისტოს ხობის კულტურის სასახლეში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის — „საქართველო, ზვიადი“ — ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი საზოგადოება, მოწვეული სტუმრები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

კინოსურათი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპებს ეძღვნება.

სიუჟეტის ავტორი ირინა ფილიპია

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია მ. ნავროზაშვილი, აღმასრულებელი პროდიუსერი — მ. ხარჩილავა, ხოლო პროდიუსერები — გ. მარაკოზია და დ. ჯორბენაძე. მუსიკალურ ხელმძღვანელობაზე ლ. შენგელიამ იზრუნა, ნამუშევრის ოპერატორი ა. ნულაია გახლავთ, ხოლო რედაქტორი — მ. ხუჭუა. ფილმში როლებს ასრულებენ მსახიობები: ა. ხიდაშელი, ე. სალარაძე, გ. აბულაძე, თ. ნიკოლაძე, ლ. ქარქაშაძე და სხვები.

ჩვენების დასრულების შემდეგ შეხვედრა გაიმართა ფილმის შემოქმედებით გუნდთან, სადაც ავტორებმა მაყურებელს სურათის შექმნის იდეა გაუზიარეს და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.