ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო
სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილი ქალი ელენიკო სახეიშვილია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
„ხობი ინფო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მდინარე ხობისწყალზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
უთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ხობს ამ უდიდესი ტკივილისა და დანაკარგის ჟამს.
#ტრაგედია
https://www.facebook.com/share/p/1FrqFx4DGV/
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში 30 წლის ქალის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც ,,,მთავარ ამბებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად იმყოფებოდა მდინარის სანაპიროზე, რა დროსაც ერთ-ერთი შვილი დინებამ გაიტაცა.
ბავშვის გადასარჩენად დედა წყალში გადახტა.
ბავშვის ცხედარი მალევე იპოვეს, ხოლო ქალის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სამძებრო სამუშაოები
წყალქვეშა ღონისძიებები განახლდა დილა 7.08.2026
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ხობისწყლიდან, შემთხვევის ადგილიდან 900 მეტრში, გარდაცვლილი დედის, ელენიკო სახეიშვილის ცხედარიც ამოასვენეს.
„ხობი ინფო“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ხობს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. გამძლეობა და სულის სიმტკიცე მიეცეს ოჯახს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს.
7.08.2026 16:20
https://www.facebook.com/share/p/195mJme7VC/



