რუბრიკა: „ხობელები — ხობარეფი“
სტუმარი: ჯამბულ თირქია — დაოსტატებული დალაქი 35 წლის გამოცდილებით.
ხობში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, ვისთვისაც ჯამბულ თირქიას სახელი და გვარი ნაცნობი არ იყოს. 1969 წელს დაბადებული ოსტატი, რომელიც დღეს 57 წლისაა, უკვე 35 წელია, რაც თავისი პროფესიითა და ადამიანობით უერთგულესად ემსახურება მშობლიურ კუთხესა და თანაქალაქელებს.
მისი პროფესიული გზა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ოსტატობის საწყისებს იგი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით უკავშირებს აწ განსვენებულ ნაპო მხეიძეს — ადამიანს, რომელმაც მას ეს საქმე შეასწავლა და პროფესიული გზა გაუკაფა.
ბატონი ჯამბული სიყვარულით იხსენებს ხობის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში გატარებულ წლებს. ეს იყო სივრცე, სადაც თანამშრომლები ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით, ხოლო თავად დაწესებულება ხობელთა თავშეყრის, თბილი საუბრებისა და ურთიერთპატივისცემის გამორჩეულ კერას წარმოადგენდა.
დღეს ბატონ ჯამბულს გვერდით უდგას საყვარელი მეუღლე, ხოლო მათი ზრუნვისა და ამაგის ნაყოფი ორი ზრდასრული, წარმატებული ვაჟია, რომლებიც ოჯახის უდიდეს სიამაყეს წარმოადგენენ.
„უზომოდ მიყვარს ჩემი ნოჯიხევი, ჩემი ოდაბადე ხობი და ხობელები. აქ გამორჩეულად უბრალო, გულწრფელი და თბილი ხალხი ცხოვრობს,“ — ამბობს ბატონი ჯამბული.
სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ხობის ნამდვილ სულსა და კოლორიტს — უბრალოებით, შრომისმოყვარეობითა და მშობლიური კუთხის განუზომელი სიყვარულით.
#ხობელები #ხობარეფ


