ვაჟა შოთას ძე თირქია დაიბადა 1954 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში (ჯაპიშქარი). შრომითი საქმიანობა 1971 წელს, საწესჩვეულებო მომსახურების საწარმოში დაიწყო,
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1974 წლიდან 1976- წლებამდე საქმიანობა ავტოტრანსპორტის კომბინატში („ატკ“) განაგრძო, სადაც ხელმძღვანელი მიხეილ (მიშა) შურღაია გახლდათ. ვაჟა თირქია წლების განმავლობაში „პაზის“ მარკის ავტობუსის მძღოლი იყო. 1976 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა ხობის საყოფაცხოვრებო ორგანიზაციაში (დასაწყისში ხელმძღვანელი გურგენ ჯობავა), უკვე 24 წელია, ბატონი ვაჟა კერძო ტრანსპორტით ხობი-ხამისქურის სამარშრუტო ხაზზე დიდი სიყვარულით ემსახურება ხალხს.
ვაჟა თირქიას ჰყავს მეუღლე, შვილი, და ერთი შვილიშვილი. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მთავარი გატაცება და ინტერესი მეგობრებთან ურთიერთობა, მშობლიური ხობი და მისი ხალხია.
#ხობელები — #ხობარეფ
https://www.facebook.com/share/p/1HtnW757Pe/

