12 აგვისტო,, ცოტნეობა,, და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ხობში


ხობში ცოტნეობის დღესასწაულისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხობის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

ახალგაზრდებს სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედლებზე დამთავრება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.

საზეიმო საღამო ანსამბლ „შვიდკაცას“ და დიჯეის კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ცოტნეობის და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.