საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესტონეთი 92:81 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო ხობელმა კალათბურთელმა გოგიტა ბუკიამ, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა — მან 17 ქულა (7-დან 6 ორქულიანი) და 4 მოხსნა მოაგროვა. ნაკრებში ასევე გამოირჩა ამირან აროშიძე (25 ქულა, 10 მოხსნა).
ამ გამარჯვებით ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავეს და ასპარეზობას 13-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

