ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2026 წლის 31 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიზნეს -სივრცის ხელმძღვანელის ერთობლივი თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების განვითარებით, ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებითა და საკონსულტაციო მომსახურებით დაინტერესებული მოქალაქეები, ადგილობრივი მეწარმეები, ფერმერები, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეგრელო- ზემო სვანეთის ბიზნეს -სივრცის ხელმძღვანელის ერთობლივი თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების განვითარებით, ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებითა და საკონსულტაციო მომსახურებით დაინტერესებული მოქალაქეები, ადგილობრივი მეწარმეები, ფერმერები, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაცნობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა და საკონსულტაციო მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე, საქმიანობას ახორციელებს ქართული ბიზნესის განვითარების, მეწარმეობის ხელშეწყობის, ინოვაციური იდეების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს:
ბიზნესის დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება;
მიკროსესხების პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები;
ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორში არსებული შესაძლებლობები;
ტრენინგები და ვორქშოფები ბიზნესის მართვისა და სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მათთვის საინტერესო ამომწურავი ინფორმაცია, დაესვათ შეკითხვები და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის წარმომადგენლებისთვის . ინდივიდუალური კონსულტაცია მიეღოთ საკუთარი ბიზნესიდეების, პროექტებისა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობების შესახებ.