როინ ონიანი - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეგრელი – როინ ონიანის მდიდარი კარიერა

 

სამეგრელოს ფეხბურთს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყოლია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როინ ონიანს - ზუგდიდში დაბადებულ ფეხბურთელს, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული კვალი დატოვა .

დაბადების თარიღი: 14 ივნისი, 1975

დაბადების ადგილი: ზუგდიდი, საქართველო

პოზიცია: მცველი / საყრდენი ნახევარმცველი

სიმაღლე: 1.82 მ

დამატებითი პოზიცია: ცენტრალური მცველი

სათამაშო ფეხი: ორივე

როინ ონიანის ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი 1999 წლის 21 აგვისტოს შედგა, როდესაც მატჩში ხობის „კოლხეთი“  „მერანი 91“-ს შეხვდა. (1:1) 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი ერთადერთი მატჩი 2001 წლის 15 აგვისტოს გაიმართა, როდესაც საქართველომ სტუმრად ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხა.

✅მდიდარი საკლუბო კარიერა👇

ონიანის პროფესიონალური კარიერა სამ ათეულ წელზე მეტ პერიოდს მოიცავს. მან სხვადასხვა პერიოდში შემდეგი კლუბების ღირსება დაიცვა:

1994–1995 – სილურ ხარციზკი (უკრაინა)

1996–1999 – „კოლხეთი“ ხობი

2000 – „ლოკომოტივი“ თბილისი

2000 – „დინამო“ ზუგდიდი

2001–2003 – „ლოკომოტივი“ თბილისი

2004 – „სიონი“ ბოლნისი

2004 – „დილა“ გორი

2004–2005 – „ლოკომოტივი“ თბილისი

2006 – „დინამო“ ბათუმი

2006 – „ოლიმპი“ რუსთავი

2007–2008 – „ზესტაფონი“

2009 – „მგლები“ ზუგდიდი

2009–2011 – „ბაია“ ზუგდიდი

2012 – „გურია“ ლანჩხუთი

2012–2013 – „ზუგდიდი“

2014–2016 – „კოლხეთი“ ხობი

2020–2021 – „დიდუბე 2014“

2022 წლიდან ოფიციალურად კარიერა დასრულებულად ითვლება

✅მიღწევები

როინ ონიანმა კარიერის განმავლობაში საქართველოს თასი ოთხჯერ მოიგო:

🏆 2000

🏆 2002

🏆 2005

🏆 2008

✅შთამბეჭდავი სტატისტიკა

მის ანგარიშზეა:

უმაღლესი ლიგა – 318 მატჩი, 35 გოლი

ეროვნული ლიგა 2 (B ლიგა) – 163 მატჩი, 17 გოლი

საქართველოს თასი – 72 მატჩი, 6 გოლი

საქართველოს სუპერთასი – 2 მატჩი

ევროთასები – 12 მატჩი

საქართველოს ეროვნული ნაკრები – 1 მატჩი

სულ კარიერაში (არასრული მონაცემებით): 588 მატჩი და 58 გოლი.

როინ ონიანი იმ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც წარმატებით ითამაშა როგორც საქართველოს წამყვან კლუბებში, ისე ევროთასებზე. მისი კარიერა მოიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქართულ კლუბს, ხოლო ზუგდიდური ფეხბურთისთვის ის დღემდე ერთ-ერთი საამაყო ფიგურაა.

https://www.facebook.com/share/p/1HC4rVVSJ6/