რუბრიკის დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც ათწლეულები მიუძღვნა საკუთარ პროფესიას და კუთხის სამსახურს — სტანისლავ (სლავა) იპოლიტეს ძე თუთბერიძე.
იგი დაიბადა 1949 წელს, წარმოშობით ულამაზესი სოფელ ბიიდან არის. უმაღლესი განათლება შორს, ციმბირში — ომსკის სახელმწიფო ვეტერინარულ ინსტიტუტში მიიღო, რომელიც წარმატებით დაამთავრა და ფართო პროფილის მაღალკვალიფიციური ვეტერინარის სპეციალობას დაეუფლა.
1979 წლიდან ბატონი სლავა ერთგულად მუშაობს ხობის რაიონში საკუთარი პროფესიით. მისი საქმიანობა და პროფესიონალიზმი წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის გვერდში დგომასა და შრომას უკავშირდება. ადგილობრივები მას იცნობენ, როგორც უაღრესად პატიოსან, გულითად და საიმედო პიროვნებას.
ოჯახი
მეუღლე: გულნაზი ღადუა — პროფესიით პედაგოგი.
ბატონ სლავას და ქალბატონ გულნაზს ჰყავთ 2 შვილი და ორი შვილიშვილი, რომლებიც მათი ოჯახის მთავარი სიამაყე და სიხარულია.
რა არის თქვენთვის ხობი და ხობელები?
ამ კითხვაზე ბატონი სლავას პასუხი მოკლე, თუმცა უდიდესი შინაარსის მქონეა: „ჩემთვის ყველაფერია“
ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მჭიდრო, უწყვეტ კავშირსა და სიყვარულს, რომელიც ამ ღვაწლმოსილ ადამიანს საკუთარ რაიონთან და მის მცხოვრებლებთან აკავშირებს.
#ხობელები #ხობარეფ
