2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, კობა შუბითიძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
საფეხბურთო პირველობის ფინალში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა „ჭალადიდი“ დაამარცხა და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლა.
ხელისუფლების წარმომადგენლები საგვიჩიოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით კობა შუბითიძის სახელი მიენიჭა.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებითა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.


