„აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა ხობში

 


ხობის კულტურის სასახლეში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დასის წარმოდგენა გაიმართა.

დასმა მაყურებელს, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ ივანე გაბრუაშვილის მიერ დადგმული  სპექტაკლი -  „მე ვხედავ მზეს“ წარუდგინა.

თეატრალურ წარმოდგენას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიონალი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოყვარული მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.