ანსამბლ - „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“

 


ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლეგენდარული ანსამბლის - „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“ გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

„ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელია, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.