ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
სპორტულ პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მამუკა ქარდავა, გივი ლატარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 150 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებულები და პრიზიორები 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილესა და მათ მწვრთნელებს, გამორჩეულად კი ხობელ სპორტსმენებს, რომლებმაც პირველობაზე სხვადასხვა სინჯის 21 მედალი მოიპოვეს.