დღეს ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ ხობის მუნიციპალიტეტის მერს 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში თითოეულმა კომიტეტმა პრეზენტაციის ფორმატში წარმოადგინა საკუთარი მიმართულებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს დაგეგმილ ინიციატივებსა და პრიორიტეტებს.
ამასთანავე, საბჭომ შეაჯამა ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, წარმოდგენილი იქნა შესრულებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის შეფასებისა და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრისთვის.
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)