ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
ნოჯიხევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გიორგი იოსავა გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები და ეზოებთან მისასვლელები.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 250 899 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ნოჯიხევში გზის საფარი ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.