3 ივნისს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებულმა გიტარის ჯგუფმა საანგარიშო კონცერტი გამართა.
პედაგოგ ანა ანდრიაძის ხელმძღვანელობით, ნიჭიერმა მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ასევე გასული საუკუნის პოპულარული ჰიტები შეასრულეს. ღონისძიებამ თბილ და შემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა.
არქივი 2025 წლის საანგარიშო კონცერტი