ბათუმში ხობის სპორტის ცენტრის მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს

 


20 ივნისს  ქალაქ ბათუმში ჩატარდა კარლო გიორგაძის ტურნირი მძლეოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ხობის სპორტის ცენტრის მძლეოსნებმა.

     ბარბარე ლეკიაშვილმა სხვადასხვა აქტივობებში გამოიჩინა თავი: 800მ.გარბენში I ადგილი დაიკავა; 

სიგრძეზე ხტომაში დაიკავა II ადგილი და 100მ.გარბენში - III ადგილი.

პირველი ადგილის მფლობელი  ბარბარე ლეკიაშვილი  დაჯილდოვდა 200 ლარიანი   ვაუჩერით, თასებით და მედლებით.

    მარიამ ლეკიაშვილმა  600მ.გარბენში დაიკავა III ადგილი და დაჯილდოვდა  თასით და მედლით.

     ყველაძე პატარა მონაწილე ელიონორა ბუკიამ  60მ.გარბენში პირველი ადგილი დაიკავა.

   მწვრთნელი ინდირა გრიგოლიანცი.