დებიუტი, რომელიც გამარჯვებით დასრულდა

​ბოლნისში პირველად გამართულ კიკბოქსინგისა და ტაილანდური ბოქსის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზა წარმოშობით ხობელმა, მიხეილ მამუკას ძე შონიამ.

  კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე მდგომმა მიხეილმა დამაჯერებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 63 კგ წონით კატეგორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს მისი დებიუტი იყო დიდ ასპარეზზე, რაც მის მიღწევას კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის.

​ვულოცავთ მიხეილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!