ქალაქ ხობში, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა

 


ქალაქ ხობში, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა ქუჩის კალათბურთსა და მძლეოსნურ გარბენში.

პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი მონაწილეები თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება.

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.